რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
1789417821
The Trump Organization-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ერიკ ფრედერიკ ტრამპმა, Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაციაზე ჩართვისას განაცხადა, რომ პროექტის განხორციელება ქვეყნის სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ, საინვესტიციო კლიმატმა და ბუნებრივმა პოტენციალმა განაპირობა.
მან ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკურ პროგრესს და განაცხადა, რომ თბილისი თავისი კლიმატითა და სტუმართმოყვარეობით არის ქალაქი, სადაც ყველას სურს ყოფნა:
„უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრს და ყველას, მთელს გუნდს. ეს ყველაფერი დაიწყო Mar-a-Lago-ში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით საქართველოზე, როგორც წარმოუდგენლად კარგ ქვეყანაზე.
ქართველ ხალხს უყვარს ამერიკა და ამერიკას უყვარს ქართველი ხალხი. ჩვენ ვუყურებთ ეკონომიკას, ვუსმენდით ეკონომიკის მინისტრს და ასეთი, მზარდი, 10% მშპ ყოველწლიურად და ევროპაში ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო უფრო სწრაფად იზრდება.
როდესაც ვუყურებთ ჩვენ საქართველოს კულტურულ ასპექტს, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას, როდესაც ვუყურებთ ბუნებრივ სილამაზეს - ეს არის ქალაქი, სადაც ყველას უნდა ყოფნა. როდესაც ჩვენ პროექტებს ვახორციელებთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მთლიანად ეს კლიმატი, რადგანაც ჩვენ საუკეთესო შენობებს ვაშენებთ ქვეყნებში, სადაც არის ძალიან დიდი სტუმართმოყვარეობა.
გვინდა, რომ ნამდვილად გამორჩეული შენობები გვქონდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ამას მხარს უჭერს მამაჩემიც“, - განაცხადა ერიკ ფრედერიკ ტრამპმა.