პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.
სხდომაზე, ყოფილი პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დროს, ფეხზე ბადრაგებიც წამოდგნენ. რაზეც მიხეილ სააკაშვილმა თქვა -„დაიცავით დისტანცია, „ომიკრონი" არ მჭირდება არაფერში".
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო.
აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.