პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გუშინ მოვისმინე, რომ თურმე, გამოვიდა ერთ-ერთი, ერთ-ერთი კი არა ყველა ერთად დამწკრივდა, ინფლაცია არის სააკაშვილის ბრალიო, სააკაშვილის ბრალი ყოფილა და დამიმძიმეთ ბრალი გთხოვთ, სასწრაფოდ გთხოვთ, სასამართლო სისტემას ვთხოვ. - ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გუშინ „ოცნებამ“ თქვა, რომ კომუნალურების თითქმის 2-ჯერ გაძვირდა, სააკაშვილის ბრალიაო, კომბოსტო 3-ჯერ, სააკაშვილის ბრალი ყოფილა, მარგარინი 50%-ით ჩემი ბრალია, ჩინოვნიკების გაზრდილი ხელფასები ჩემი ბრალია და ხალხს რომ არ გაეზარდა ხელფასები.
დიახ, ჩემი ბრალია მხოლოდ ერთი რამე საქართველოში, სინამდვილეში, ჩემი ბრალია ამათი მოშვება, ამ მატყუარების, ამ ფლიდების, ამ საქართველოს მოზიზღე ადამიანები, დავუშვი საქართველოში, ეს ნამდვილად არის ჩემი ბრალი და ისტორია ამაში მე გამამტყუნებს, ამაში ვარ დარწმუნებული", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.