მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს: თქვენი ზღაპრები მოუყევით ბებიათქვენს

სააკაშვილი

თქვენი ზღაპრები მოუყევით ბებიათქვენს, - ასე მიმართა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს.

მოსამართლემ ბრალდებულს შენიშვნა მისცა და განუმარტა, თუკი მას სხდომის მშვიდ ვითარებაში ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემდა, დარბაზს დაატოვებინებდა.

„რა მნიშვნელობა აქვს, პროცესი არ არის, გინდა დახურე და გინდა მოხურე, სასამართლო არ არსებობს. თქვენი ზღაპრები მოუყევით ბებიათქვენს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლემ ყოფილ პრეზიდენტს შენიშვნა მისცა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვის საქმის განხილვა გრძელდება.

მორიგი სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. პროცესს თავად ექსპრეზიდენტიც ესწრება, რომელსაც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ადანაშაულებენ.

მიხეილ სააკაშვილის გარდა, საქმეზე ბრალდებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშიაც.