„10 000 ლარი გადაეცემა მას, ვინც ცხედარს გვაპოვნინებს...“ - ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს
1744026386
მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეში „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მოინახულა.
რუსთავის მეთორმეტე დაწესებულების დატოვების შემდეგ, მან ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
„ამ ვითარებაში სანამ იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერანაირად ვერ შეიცვლება, იგივე იქნება სულ, სანამ ექიმები არ შევლენ და რეალურ დახმარებას არ გაუწევენ. ჩვენი საუბრის თემა შეეხო ხვალინდელ პროცესს, იცით, რომ ხვალ მიხეილ სააკაშვილს ეგრეთ წოდებული "პიჯაკების" საქმესთან დაკავშირებით აქვს პროცესი. სწორედ, ამ მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, იმ პოლიტიკურ ვითარებაზე, რომელიც ქვეყანაში არის და თავისთავად, ხვალინდელი დღე არის მნიშვნელოვანი იმით, რომ ხვალინდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილი აპირებს განცხადების გაკეთებას,"- აცხადებს ეკატერინე ხერხეულიძე.