პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კახეთში, მკვლელობაში ბრალდებულ 18 წლის ახალგაზრდას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება, თელავის რაიონულმა სასამართლომ, ცოტა ხნის წინ მიიღო.
ახმეტაში მცხოვრებ ბაჩო ხაშმელაშვილს, ბრალად ედება მეზობლის, 71 წლის ლალი ხარიტონაშვილის განზრახ მკვლელობა.
სასამართლო სხდომაზე, ბრალდების მხარე, ხაშმელაშვილის დაპატიმრებას, ხოლო ბრალდებულის დაცვა, განრიდების საკითხის განხილვას ითხოვდა.
სასამართლომ, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ხაშმელაშვილის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა გამოიყენა. წინასასამართლო სხდომა საქმეზე, 8 ივნისს ჩატარდება.
შეგახსენებთ, მკვლელობა ახმეტაში 17 აპრილს მოხდა.
18 წლის ახალგაზრდამ, სანადირო თოფიდან გასროლით , 71 წლის მეზობელს, ჭრილობა სახის არეში მიაყენა.
დაჭრილი ახმეტის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მომხდარის მოტივად, მხარეებს შორის წარსულში საყოფაცხოვრებო ნიადაგაზე დაწყებული დავა სახელდება, რაც საცხოვრებელი სახლის ყიდვა- გაყიდვას უკავშირდება.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108 -ე მუხლით მიმდინარეობს.