პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კახეთში მკვლელობა მოხდა. ახმეტაში მოკლულია 71 წლის ქალი. არსებული ინფორმაციით, 18 წლის ბიჭმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მეზობელ ქალს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მეზობლებს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რის შემდეგაც ახალგაზრდა კაცმა სანადირო თოფიდან მეზობელ ქალს ესროლა.
დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მოკლული ქალის ქმარი, ვალერი ხარიტონაშვილი ამბობს, რომ მიწის ნაკვეთის გამო ოჯახებს შორის დავა დიდი ხანია არის. თუმცა გუშინ კონფლიქტი არ ჰქონიათ.
„ხმაური გავიგეთ და გარეთ გამოვედით. ჩემმა ცოლმა მითხრა, შენ სახლში შედი მე გავიხედავდო და აივანზე ავიდა. სწორედ ამ დროს ესროლა გამიზნულად“,- ამბობს დაღუპული ქალის მეუღლე.