71 წლის ქალი 18 წლის მეზობელმა მოკლა - ახმეტაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

მკვლელობა

კახეთში მკვლელობა მოხდა. ახმეტაში, ქალაქის ცენტრში 71 წლის ქალი მოკლეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ასაკოვან ქალს, სანადირო თოფიდან, რამდენიმე ტყვია, მეზობელმა ესროლა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევას წინ, მეზობლებს შორის კონფლიქტი უძღოდა.

გასროლის შედეგად, ქალმა, სახის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაჭრილი, ახმეტის ევექსის ქსელის კლინიკაში გადაიყვანა, მაგრამ მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

სავარაუდო ბრალდებული, რომელიც 18 წლისაა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, ის პოლიციამ მალევე დააკავა.