დაურ ბუავას ყოფილი ცოლი დუმილს არღვევს
1789328696
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სტუდენტებისთვის აქტუალური ხდება სხვადასხვა შეღავათით სარგებლობის საკითხიც. მათ შორის, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე „სტუდენტის“ სტატუსი უფასოდ აისახონ.
სტუდენტის სტატუსის პირადობის მოწმობაზე მითითების შემთხვევაში, ახალგაზრდებს სხვადასხვა მომსახურებასა და კომპანიაში დაწესებული შეღავათებით სარგებლობა შეუძლიათ.
ერთ-ერთი ასეთი შეღავათი საქართველოს რკინიგზას უკავშირდება საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისთვის მატარებლით მგზავრობაზე 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
ამასთან, სტუდენტებისთვის სხვადასხვა კომპანიასა თუ სერვისზე მოქმედი შეღავათების ჩამონათვალი მუდმივი არ არის და კონკრეტულ შეთავაზებებს თავად კომპანიები და ორგანიზაციები აცხადებენ.
როგორ აისახება სტუდენტის სტატუსი პირადობის მოწმობაზე?
თუ პირი განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტად არის რეგისტრირებული და მისი სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ან შეწყვეტილი არ არის, სურვილის შემთხვევაში, ინფორმაცია სტუდენტის სტატუსის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აისახება.
სტუდენტის სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის საშუალებით.
მნიშვნელოვანია, რომ „სტუდენტის“ სტატუსის პირადობის მოწმობაზე აღნიშვნა უფასოა.
განცხადების წარდგენა შესაძლებელია როგორც პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების დროს, ასევე უკვე გაცემულ დოკუმენტზე სტუდენტის სტატუსის დამატების მოთხოვნით.
შესაბამისად, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ერთი დოკუმენტის საშუალებით დაადასტურონ საკუთარი სტატუსი და ისარგებლონ იმ შეღავათებით, რომლებსაც სხვადასხვა კომპანია თუ მომსახურების მიმწოდებელი სტუდენტებისთვის სთავაზობს.