სიკეთით სავსე შვილი მყავდა, ვის რას უშავებდა?!... - რას ჰყვება აღდგომის ღამეს მოკლული მამაკაცის დედა

რას ჰყვება აღდგომის ღამეს მოკლული მამაკაცის დედა

ახმეტაში კაცი მოკლეს. მოკლულია აჩიკო ჯაბანიშვილი. შემთხვევა 19 აპრილს ახმეტაში მოხდა.

ადგილობრივების თქმით, ჯაბანიშვილს უცნობმა პირმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა. მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

„სიკეთით სავსე შვილი მყავდა, ვის რას უშავებდა, რომ აღდგომის ღამეს სასიკვდილოდ გაიმეტეს. 5 ტყვია ესროლეს, სროლის ხმაზე გამოვედი ეზოში, მე ვნახე პირველად. ვის რას უშავებდა? ვიცი, რომ უთვალთაველებდნენ, თურმე რა ჰქონდათ განზრახვა“ - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის დედა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. რა გახდა მკვლელობის ზუსტი მოტივი გამოძიება დაადგენს.