მედიაში დავით კეზერაშვილის და კულტ ვოლკერის შეხვედრის ამსახველი ფოტო ვრცელდება - სად შეხვდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი აშშ-ს ექსჩინოსანს

კეზერაშვილი

საინფორმაციო სააგენტო “კვირა“ ავრცელებს ფოტოს, სადაც ასახულია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის და აშშ-ს ექსჩინოსნის, კულტ ვოლკერის შეხვედრას.

გამოცემის ცნობით, კეზერაშვილმა ვოლკერს მიმდინარე წლის 7 ივლისს ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში უმასპინძლა. ფოტო კი “კვირას“ გერმანელმა ჟურნალისტმა მიაწოდა, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების საქმეს იძიებს.

ცნობისთვის: კურტ ვოლკერი ამერიკელი ყოფილი მაღალჩინოსანია და ის წლების განმავლობაში იყო სენატორ ჯონ მაკკეინის ბიუროს წამყვანი თანამშრომელი, ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპისა და ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ნატოში ამერიკის ელჩი და ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში.