დიმიტრი სამხარაძე

პოლიტიკა • 1792574784

დიმიტრი სამხარაძე: შეგიძლიათ, ერთი ყოფილი ან მოქმედი ნაცი მანახოთ, რომელიც კოლექტიური ნაცების პარტიების წევრია და ბოდიში მოეხადა, პირველ რიგში გარდაცვლილების ოჯახის წევრებისთვის და საზოგადოებისთვის? არსებობს კი ასეთი ნაცი, რომელიც ინანიებს ჩადენილ ბოროტებას?- არა

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე საზოგადოებისთვის „სააკაშვილისა და მისი სისხლიანი რეჟიმის დროს ლიკვიდირებული საქართველოს მოქალაქეების“ არასრულ სიას აქვეყნებს და წერს, რომ „სპეცოპერაციის დროს შესაძლებელია ბოროტმოქმედი გარდაიცვალოს, მაგრამ ამათგან არცერთი არ იყო ბოროტმოქმედი, რეჟიმმა მათი ლიკვიდაცია გადაწყვიტა“.ის კითხვას სვამს, „არსებობს კი ასეთი ნაცი, რომელიც ინანიებს ჩადენილ ბოროტებას?“„თხოვნა მაქვს, ეს პოსტი ყველამ ბოლომდე და ყურადღებით წაიკითხოთ. აქ ნახავთ ისეთ დეტალებსა და ისტორიებს, რომელთა შესახებაც შესაძლოა დღემდე არ გქონდეთ ინფორმაცია. სპეცოპერაციის დროს შესაძლებელია ბოროტმოქმედი გარდაიცვალოს, მაგრამ ამათგან არცერთი არ იყო ბოროტმოქმედი, რეჟიმმა მათი ლიკვიდაცია გადაწყვიტა. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას სააკაშვილისა და მისი სისხლიანი რეჟიმის დროს ლიკვიდირებული საქართველოს მოქალაქეების არასრული სია!P.S. თუ ვინმე გამომრჩა, გთხოვთ, კომენტარებში მოიწეროთ! დღეს დაიწყო ამ ბიჭების სამართლიანობის აღდგენის პროცესი!ყველამ ხომ კარგად ვიცით, რა საზიზღრობებსაც სჩადიოდნენ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, როგორ გვართმევდნენ სამშობლოს, მაშინაც და ახლაც როგორ ასრულებდნენ უცხოელი მეპატრონეების დავალებებს! ვინმეს შეგიძლიათ, ერთი ყოფილი ან მოქმედი ნაცი მანახოთ, რომელიც კოლექტიური ნაცების პარტიების წევრია და ბოდიში მოეხადა, პირველ რიგში გარდაცვლილების ოჯახის წევრებისთვის და საზოგადოებისთვის? არსებობს კი ასეთი ნაცი, რომელიც ინანიებს ჩადენილ ბოროტებას? არა!!ბოროტებას ემსახურებით! სირცხვილი ხართ ჩვენი საზოგადოებისთვის! სანდრო გირგვლიანი (მოკლული იქნა 2006 წლის იანვარში, თბილისის გარეუბანში, ოქროყანის სასაფლაოზე);ბუტა რობაქიძე (2004 წლის 23 ნოემბერს, თბილისში, დიდუბის ეკლესიასთან, საპატრულო პოლიციის მიერ მოკლული);აფრასიძეები (სროლის შედეგად ადგილზე მოკლეს ოჯახის უფროსი, ევგენი აფრასიძე და მისი შვილი, ომეხ აფრასიძე);ზურაბ ვაზაგაშვილი (2006 წლის 2 მაისს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, თბილისის კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის მიერ მოკლული); გიორგი გამცემლიძე (2008 წელს პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან თავისა და კისრის არეში ესროლა. იგი ადგილზე გარდაიცვალა);ოთარ გველუკაშვილი (მოკლული იქნა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, სპეცოპერაციის დროს);ანტონ კეკულავა (მოკლეს თბილისში, დაკავებისას);დიკო ბარქაია (მოკლეს ზუგდიდის რაიონში, სპეცოპერაციის განხორციელებისას);ზაზა ფანცქელაძე (მოკლეს ზუგდიდის რაიონში, დაკავებისას);ხვიჩა კვირიკაშვილი (მოკლული იქნა თბილისში, პოლიციელების მიერ დაკავების დროს განხორციელებული ცემის შემდეგ);ალექსანდრე გომაშვილი (მოკლეს კახეთში, დაკავებისას);მურთაზ ქარდავა და თემურ ხუბუნია (ორივე ერთად ჩაცხრილა და მოკლა უშიშროების თანამშრომელმა);სულხან ლომიძე (მოკლეს ხელვაჩაურის რაიონში, სპეცოპერაციის დროს);აკაკი კორკოტაშვილი (მოკლეს გურჯაანის რაიონში, დაკავებისას);ავთანდილ გუმაშვილი და ვახტანგ გუმაშვილი (ორივე მოკლეს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში, სპეცოპერაციის დროს);ვახტანგ მარგოშვილი (მოკლეს ქვემო ქართლში, სოფელ ვახტანგისში); ვარლამ ნემსიწვერიძე (მოკლეს თბილისში, მძევლის გათავისუფლებისას);ნესტორ ესებუა, გია ოკუჯავა და თემურ ცეკვავა (სამივე ერთად მოკლეს აბაშის რაიონის სოფელ მარანში, დაკავებისას);თამაზ კურკუმული (მოკლეს თბილისში, დაკავებისას);ხვიჩა მელაძე (მოკლეს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში); გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი მანჯავიძე (ორივე ერთად მოკლეს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, დაკავებისას);ლევან გულუა (მოკლეს თბილისში, გამსახურდიას გამზირზე, დაკავებისას);რეზო სარჯველაძე (მოკლეს თბილისში, დაკავებისას);ვლადიმერ ხოშტარია (მოკლეს თბილისში, დაკავებისას);გიორგი თელია (მოკლეს თბილისში, საკუთარ სახლში, სპეცოპერაციის დროს);ჯემალ ჩაფიძე (მოკლეს თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში, დაკავებისას);ზვიად ბაბუხადია, ბუთხუზ კიზირია და ვალერი ბენდელიანი (მოკლული იქნენ ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში, დაკავებისას);ალექსანდრე ხუბულოვი (ჩაცხრილეს ავტომანქანაში სპეცოპერაციის დროს, რომელიც თბილისში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა);მიხეილ ბერძენიშვილი (მოკლეს საგარეჯოს რაიონში, დაკავებისას);გელა ცინდელიანი (მოკლეს მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში, სპეცოპერაციის დროს);ჯაბა ჯაბანიშვილი (ქალაქ ბორჯომში პოლიციელმა დაჭრა. იგი სახლში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა);ხვიჩა კოკაია (მოკლეს ხობის რაიონში, სპეცოპერაციის დროს);ვალერი ფხაკაძე (ქუთაისში პოლიციელებმა დაჭრეს, თუმცა დაჭრილს სასწრაფო დახმარება არ აღმოუჩინეს, რის გამოც გარდაიცვალა);მიხეილ კირაკოსიანი (ახალციხეში, მოტოციკლის გაჩერების მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, პოლიციელმა ესროლა და ადგილზე მოკლა);გიგა ჭარბაძე (მოკლული იქნა თელავში პოლიციელის მიერ, ავტომანქანის დაჯახების შედეგად); ალექსანდრე ხოსიტაშვილი (მოკლული იქნა თბილისში, პოლიციელების მიერ სასტიკი ცემის შედეგად);ოლეგ მესხიძე (მოკლეს ოზურგეთში, სპეცოპერაციის დროს);თენგიზ გოგია (მოკლეს სენაკის რაიონის სოფელ მენჯში, სპეცოპერაციის დროს);როლანდ მახარაძე (მოკლული იქნა ბათუმში, მძევლების გათავისუფლებისას);როინ შავაძე (მოკლეს ქობულეთში, სასტიკი წამების შემდეგ);ზურაბ მანთაძე (მოკლეს რუსთავი–თბილისის გზატკეცილზე, დაკავების შემდეგ);გიორგი კრიალაშვილი (მოკლეს თბილისში, სპეცოპერაციის დროს); ჯიმი მეგრელიძე (მოკლეს ზუგდიდში, დაკავებისას);მამუკა ჩარჩხალია (პოლიციელების მიერ თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა საკუთარ სახლში)“- წერს დიმიტრი სამხარაძე.

საპატრიარქო

საზოგადოება • 1786307202

საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე ესებუა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს.„ამა წლის 6 აგვისტოს გარდაიცვალა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე ესებუა.დეკანოზი თეოდორე დაიკრძალება სამშაბათს, 11 აგვისტოს, 15:00 საათზე ამავე ტაძრის ეზოში.მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ თეოდორეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ქუთაის-გაენათის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს.უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი თეოდორე“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იზა ესებუა

საზოგადოება • 1761223620

„მოვა სტუმარი, ბებია და ასე შემდეგ და კოცნიან ჩვილ ბავშვს – ადვილად შეიძლება დაავადდეს ბავშვი..." პედიატრი მშობლებს აფრთხილებს

 რატომ არ უნდა ვაკოცოთ ჩვილს? – მიზეზებსა და მისგან გამოწვეულ შესაძლო შედეგებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ პედიატრმა, იზა ესებუამ ისაუბრა.„მოვა სტუმარი, ბებია და ასე შემდეგ და კოცნიან ჩვილ ბავშვს – შესაძლოა მას ჰქონდეს პირის ღრუში, ხელზე ან სახეზე პრობლემა. ჩვილის კანის და ლორწოვანის ბარიერი იმდენად ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, რომ ადვილად შეიძლება გაძვრეს მიკროორგანიზმი და დააავადოს ბავშვი, ანუ ბავშვს გაუჭირდება მასთან გამკლავება. რაც უფრო მეტ მიკროორგანიზმს მიიღებს, მით უფრო გაუჭირდება მასთან გამკლავება – კოცნა სტუმრიანობა ცალსახად არ უნდა იყოს“, – ამბობს პედიატრი. 

პედიატრი

საზოგადოება • 1759935530

„არ აკოცოთ ჩვილს სახეზე ან პირზე...“ - აკრძალვები ჩვილობის პერიოდში

როგორ დავიცვათ ბავშვის იმუნიტეტი - როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ხშირი ინფექციები - ამ თემაზე პედიატრი იზა ესებუა საუბრობს. ის იმ აკრძალვების შესახებაც გვესაუბრება, რომელიც აუცილებლად უნდა დავიცვათ, რათა ბავშვები ავარიდოთ ცუდად გახდომას. 

ირაკლი ზარქუა

პოლიტიკა • 1747894576

ირაკლი ზარქუა მასზე თავდასხმაზე: ბუნებრივია, ეს იყო პოლიტიკური აქტი, რომელიც არა სპონტანური, არამედ კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული იყო გარკვეული ჯგუფების მხრიდან

ბუნებრივია, ეს იყო პოლიტიკური აქტი, რომელიც არა სპონტანური, არამედ კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული იყო გარკვეული ჯგუფების მხრიდან, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.ეს ხალხი მეცოდება იმიტომ, რომ გამოყენებულები არიან. გარკვეულ ჯგუფები, ვინც აფინანსებენ ამათ და ჩაუნერგეს ეს სიგიჟეები, ამას აკეთებინებენ. ასეთ ცუდ დღეში აგდებენ ამ ახალგაზრდებს და იყენებენ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის. ბუნებრივია, ეს იყო პოლიტიკური აქტი, რომელიც არა სპონტანური, არამედ კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული იყო გარკვეული ჯგუფების მხრიდან. აი, ასეთებს რომ არ დარჩეთ ქვეყანა, ამიტომაც მეტი კონსოლიდაცია გვჭირდება და ადგილობრივ არჩევნებზე კიდევ ერთი ღირსეული გამარჯვება”, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.არსებული ინფორმაციით, მარიამ სიჭინავამ და გერმანული ფონდის ბენეფიციარმა კერენ ესებუამ ზუგდიდში ირაკლი ზარქუას სიტყვიერ შეურაცხყოფა მიაყენეს.

მარიამ სიჭინავა

პოლიტიკა • 1747833000

ბუნებრივი რეაქცია გქონდა და არავისთან არ მაქვს ამის გამო თავი სამართლებელი- მარიამ სიჭინავა ზარქუასთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე

ირაკლი ზარქუა ზუგდიდში მომხდარი თავდასხმის დეტალებზე საუბრობს. "ქართული ოცნების" დეპუტატს გუშინ აქტივისტებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ზარქუას მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა დახვდნენ და აგინეს. მომხდარში ოპოზიციის ნაწილი პრობლემას ვერ ხედვას, მმართველ გუნდში კი გარე და შიდა რადიკალური ძალების მხრიდან ძალადობის წახალისებაზე საუბრობენ.პარტიის "დროას" წევრის, მარიამ სიჭინავას განცხადებით, ზარქუასთან მყოფი პირი ხელით შეეხო კერენ ესებუას, ხოლო სიტყვები, შეურაცხყოფა, რომელიც ზარქუას მიაყენეს, თავდაცვისთვის იყო გამოყენებული."აღმოჩნდა, რომ ზარქუა იყო "ლეთოში" და დაცვამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ არ უნდა შევეშვით. ამის შემდეგ ზარქუამ როცა დატოვა რესტორნის სივრცე მათ ბუნებრივია შევხვდით ჩვენ. შეურაცხყოფა, რაც მოისმინეთ იყო თავდაცვისთვის ნათქვამი იმიტომ, რომ მასთან თანმხლები პირი იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, რომელმაც კერენ ესებუას ხელი დაარტყა და ამის შემდეგ მოხდა ჩვენგან გინება. ბუნებრივი რეაქცია გქონდა და არავისთან არ მაქვს ამის გამო თავი სამართლებელი", - განაცხადა მარიამ სიჭინავამ.

თაზო დათუნაშვილი

პოლიტიკა • 1747832040

არ ვარ ძალადობის მომხრე, არცერთ ადამიანს არ ვუსურვებ ამას და არცერთი ადამიანის შემთხვევაში არ ვამართლებ - არც ზარქუას შემთხვევაში არ ვამართლებ, ვერც იმ გოგოების შემთხვევაში გავამართლებ - თაზო დათუნაშვილი

ირაკლი ზარქუა ზუგდიდში მომხდარი თავდასხმის დეტალებზე საუბრობს. "ქართული ოცნების" დეპუტატს გუშინ აქტივისტებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ზარქუას მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა დახვდნენ და აგინეს. მომხდარს გამოეხმაურნენ ოპოზიციაშიც.პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ის ძალადობის მომხრე არ არის და მომხდარს ვერ ამართლებს.დათუაშვილი აქვე აღნიშნავს, რომ აღნიშნული დაპირისპირება "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა, რადგან სოციალურ სივრცეში ძალადობის გაუფასურება სწორედ მან მოახდინა."არ ვარ ძალადობის მომხრე, არცერთ ადამიანს არ ვუსურვებ ამას და არცერთი ადამიანის შემთხვევაში ამას არ ვამართლებ - არც ზარქუას შემთხვევაში არ ვამართლებ, ვერციმ გოგოების შემთხვევაში ვერ გავამართლებ. ეს არ არის ის მეთოდები, რომლითაც საჯარო სივრცეში უნდა ვოპერირებდე. პასუხისმგებლობა არის "ქართულ ოცნებაზე", "ქართულმა ოცნებამ" მოახდინა სოციალურ სივრცეში ძალადობის და ბილწსიტყვაობის გაუფასურება", - განაცხადა თაზო დათუანშვილმა.

კახა კალაძე

პოლიტიკა • 1747830908

რამდენიმე დღის წინ, მარიამ ლაშხს დაესხნენ თავს, ახლა ირაკლი ზარქუას - რადიკალებს, მარგინალებს არანაირი რესურსი აღარ აქვთ, ერთადერთი, რაც დარჩათ, ადამიანებს მიაყენონ შეურაცხყოფა - კახა კალაძე

ირაკლი ზარქუა ზუგდიდში მომხდარი თავდასხმის დეტალებზე საუბრობს. "ქართული ოცნების" დეპუტატს გუშინ აქტივისტებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ზარქუას მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა დახვდნენ და აგინეს. მომხდარში ოპოზიციის ნაწილი პრობლემას ვერ ხედვას, მმართველ გუნდში კი გარე და შიდა რადიკალური ძალების მხრიდან ძალადობის წახალისებაზე საუბრობენ.თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბოლო დროს, "ქართული ოცნების" წევრებს ხშირად ესხმიან თავს."პირველი შემთხვევა არ არის, რამდენიმე დღის წინ, მარიამ ლაშხს დაესხნენ თავს, ახლა ირაკლი ზარქუას. ეს ადამიანები არიან რადიკალები, მარგინალები, არანაირი რესურსი აღარ გააჩნიათ, ერთადერთი, რაც დარჩათ ადამიანებს მიაყენონ შეურაცხყოფა, ეს არს მათი მთავარი მოქმედების არეალი.ვისურვებდი, რომ ასეთი ქმედებები არ მომხდარიყო და ეს ადამიანები ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, მაინც ამ ქვეყნის შვილები არიან, ჩვენი საზოგადოების ნაწილია", - განაცხადა კახა კალაძემ.

ლევან სანიკიძე

პოლიტიკა • 1747816968

რატომ უნდა დავგმო მის წინააღმდეგ რაიმეს თქმა... აიტანოს, აიტანოს ბატონმა ზარქუამ - ლევან სანიკიძე

სამეგრელოში დეპუტატ ირაკლი ზარქუას აქტივისტებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დეპუტატს მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა დახვდნენ და აგინეს.მათი თქმით, ზარქუას სამეგრელოში ყოფნის უფლება არ აქვს. ვიდეომასალა მათ სოციალურ ქსელში გაავრცელეს.აქტივისტებსა და ირაკლი ზარქუას შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურნენ ოპოზიციურ სპექტრში."ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე მომხდარს სამართლიან კრიტიკად აფასებს და აქტივისტების გინებას არ გმობს."როდესაც დასთეს უსამართლობას - კანონის და პოლიციელის ხელით და არავისზე არ აყენებ შედეგს, მერე მოჰყვება ის, რასაც ჰქვია სამართლიანი კრიტიკა. მე რატომ უნდა დავგმო მის წინააღმდეგ რაიმეს თქმა. სიცოცხლეს უმწარებენ ადამიანებს - დასაჭერთა სიებში არიან, ქვეყნიდან გაქცევას უწევს. აიტანოს, აიტანოს ბატონმა ზარქუამ", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ვაჟა გეგელაშვილი

საზოგადოება • 1724305620

„სიცოცხლეში ვერ შეძლო თუმცა 24-წლიანი ემიგრაციის შემდეგ უბრუნდება თავის მშობლიურ მიწას“ – რას წერს ოჯახის წევრი გარდაცვლილ მოცეკვავეზე

„ერისიონის“ მოცეკვავე ვაჟა გეგელაშვილი ამერიკაში გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრი, ეკატერინე ესებუა ავრცელებს.ემოციურ წერილში ეკატერინე ესებუა ამბობს, რომ მისი ბიძა, ვაჟა გეგელაშვილი 24 წლიანი ემიგრაციის შემდეგ უბრუნდება თავის მშობლიურ მიწას.მისი თქმით ერისიონის ერთ-ერთი გამორჩეული მოცეკვავე ამერიკული გასტროლების შემდეგ დარჩა ამ ქვეყანაში საცხოვრებლად:„სიცოცხლეში ვერ შეძლო თუმცა 24 წლიანი ემიგრაციის შემდეგ უბრუნდება თავის მშობლიურ მიწას. ჩემი ბიძიკო, ვაჟა გეგელაშვილი, ერისიონის ერთ-ერთი გამორჩეული მოცეკვავე ამერიკული გასტროლების შემდეგ დარჩა ამ ქვეყანაში საცხოვრებლად და ვფიქრობ ეს მისი უდიდესი შეცდომა იყო… მისი პიროვნება ქართული კულტურისა და ტრადიციების ღირებულებებზე იდგა და ვერ შეძლო შეჰგუებოდა მისთვის უცხო სამყაროს…ნოსტალგია და სევდა ავადმყოფობაში გადაეზარდა და წლები დაიტანჯა ასეთ განსაცდელში… მის სახეზე ეს სევდა მთელი წლების მანძილზე არ მოშორებია… ახლა კი ვფიქრობ დაისვენა მისმა სულმა რადგან კეთილი ადამიანი იყო და ბოროტება არასოდეს გულშიც არ გაუვლია…ჩემს ქორწილში ქართულ ცეკვაზე გამომიცეკვა მახსოვს.. ხელებს რომ გაშლიდა არწივივით ძლიერი და ლამაზი ვაჟკაცი, მასზე უკეთესი სანახავი იშვიათი იყო კაცი… სწორედ ისეთი გულანთებული ქართველი ვაჟკაცი დარჩები ვაჟიკო ჩემს გულში ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი ვაჟა გეგელაშვილს!!!! ამინ!“ – წერს ეკატერინე ესებუა და ვაჟა გეგელაშვილის კადრებს ავრცელებს.

გლოვა

საზოგადოება • 1724273799

„ერისიონის“ მოცეკვავე გარდაიცვალა

„ერისიონის“ მოცეკვავე ვაჟა გეგელაშვილი ამერიკაში გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრი, ეკატერინე ესებუა ავრცელებს.ემოციურ წერილში ეკატერინე ესებუა ამბობს, რომ მისი ბიძა, ვაჟა გეგელაშვილი 24 წლიანი ემიგრაციის შემდეგ უბრუნდება თავის მშობლიურ მიწას.მისი თქმით ერისიონის ერთ-ერთი გამორჩეული მოცეკვავე ამერიკული გასტროლების შემდეგ დარჩა ამ ქვეყანაში საცხოვრებლად:„სიცოცხლეში ვერ შეძლო თუმცა 24 წლიანი ემიგრაციის შემდეგ უბრუნდება თავის მშობლიურ მიწას. ჩემი ბიძიკო, ვაჟა გეგელაშვილი, ერისიონის ერთ-ერთი გამორჩეული მოცეკვავე ამერიკული გასტროლების შემდეგ დარჩა ამ ქვეყანაში საცხოვრებლად და ვფიქრობ ეს მისი უდიდესი შეცდომა იყო… მისი პიროვნება ქართული კულტურისა და ტრადიციების ღირებულებებზე იდგა და ვერ შეძლო შეჰგუებოდა მისთვის უცხო სამყაროს…ნოსტალგია და სევდა ავადმყოფობაში გადაეზარდა და წლები დაიტანჯა ასეთ განსაცდელში… მის სახეზე ეს სევდა მთელი წლების მანძილზე არ მოშორებია… ახლა კი ვფიქრობ დაისვენა მისმა სულმა რადგან კეთილი ადამიანი იყო და ბოროტება არასოდეს გულშიც არ გაუვლია…ჩემს ქორწილში ქართულ ცეკვაზე გამომიცეკვა მახსოვს.. ხელებს რომ გაშლიდა არწივივით ძლიერი და ლამაზი ვაჟკაცი, მასზე უკეთესი სანახავი იშვიათი იყო კაცი… სწორედ ისეთი გულანთებული ქართველი ვაჟკაცი დარჩები ვაჟიკო ჩემს გულში ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი ვაჟა გეგელაშვილს!!!! ამინ!“ – წერს ეკატერინე ესებუა და ვაჟა გეგელაშვილის კადრებს ავრცელებს.

მაია

ტექნოლოგიები • 1687559354

მეცნიერებმა მაიას ცივილიზაციის ნაქალაქარი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა იუკატანის ნახევარკუნძულის ჯუნგლებში მაიას უძველესი ქალაქის ნაშთები აღმოაჩინეს. ექსპერტებმა რამდენიმე პირამიდის მსგავსი, 15 მეტრის სიმაღლის ნაგებობა იპოვეს. ადგილზე ნახეს ჭურჭელიც, რომელიც მიუთითებს, რომ ქალაქი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 600-800 წლით ადრე არსებობდა. ქალაქს ოკომტუნი ეწოდა, რაც მაიას ენაზე "ქვის სვეტს" ნიშნავს.ოკომტუნი ლაზერული სკანირების მეშვეობით იქნა აღმოჩენილი. ის შემაღლებულ ადგილზეა განლაგებული და ჭაობებითაა გარემოცული. ვან სპრაიკმა, რომელიც მკვლევართა გუნდს ხელმძღვანელობდა, თქვა, რომ ისინი ყველაზე მეტად სწორედ ჭაობებით გარშემორტყმული ამაღლებული რელიეფის აღმოჩენამ გააოცა.არქეოლოგების თქმით, ქალაქი მნიშვნელოვანი რეგიონალური ცენტრი უნდა ყოფილიყო. გაცნობებთ, რომ ტერიტორიის შესწავლა გრძელდება და შესაძლოა კიდევ ბევრი სიახლე იქნეს აღმოჩენილი. ასევე ნახეთ:დღისით რეგულარული, ხანმოკლე ჩაძინება დემენციის რისკს ამცირებს - ახალი კვლევაგაფრთხილება! წყალი 10 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი ქუჩარა თქვა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბადრი ესებუამ 

✕