პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ჯიხაშკარში, ადგილობრივი მცხოვრების ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სწორედ, ამ სახლიდან აიყვანეს სამართალდამცველებმა ბადრი ესებუა გამთენიისას.
ადგილობრივების თქმით, ჯიქიების ოჯახი გასცეს, რომ ძებნილი ბრალდებული მათთან იმყოფებოდა.
წყაროს ინფორმაციით, ომიანე ჯიქიას ქალიშვილო ოკუპირებულ გაგიდაში იყო გათხოვილი და სწორედ იქ აფარებდა ბადრი ესებუა თავს ამ ხნის მანძილზე.
ჯიქიების სახლში მოხუცი ცოლ-ქმარი და მათი შუახნის შვილი ცხოვრობენ. ბადრი ესებუას დაკავება გამთენიისას მოხდა.
ბადრი ესებუა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში შეიჭრა. ის, ნახევარ მილიონ დოლართან ერთად, ვერტმფრენს ან მანქანას ითხოვდა, რათა მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია ჰქონოდა. ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცველებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ ბადრი ესებუამ სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა.
გამოძიება მის წინააღმდეგ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.