ილია მეორემ ახალი ბრძანება გამოსცა, რომელიც 1 ივლისიდან ამოქმედდება
1751142237
კადრები სახლიდან, სადაც ბადრი ესებუა იმალებოდა - "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფი სოფელ ჯიხაშკარში მდებარე იმ საცხოვრებელ სახლში მას შემდეგ შევიდა, რაც ოჯახის წევრები პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა.
აღსანიშნავია, რომ სავარაუდოდ იმ საძინებელ ოთახს, სადაც ესებუა ცხოვრობდა, აქვს კარი, რომელიც პირდაპირ გადის გარე ტერიტორიაზე, საიდანაც კარად ჩანს ტყეც.
ბადრი ესებუა შსს-მ დღეს დილით დააკავა. ის ომიანე ჯიქიას ოჯახს აფარებდა თავს. ესებუას დაკავების შესახებ ინფორმაცია "მთავარმა არხმა" გაავრცელა.