გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარ ქალს შარლოტა ელენას დაკითხავენ.
პროცესზე იმყოფება თავად ნიკოლოზ ბასილაშვილი, მისი მეგობარი ქალი და ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი.
როგორც პროცესის დაწყების წინ დოროყაშვილმა აღნიშნა, მას მოლოდინი აქვს, რომ დღესაც ტყუილების სერიას მოისმენს.
„საინტერესოა დღეს მოწმე რას ისაუბრებს, გულწრფელად მაინტერესებს როგორ არის ის დარიგებული დაცვის მხარის ადვოკატების მიერ და დღესაც ველოდები მორიგი ტყუილების სერიას. მე პირადად ის გოგონა არ დამინახავს, არც ლუკას დაუნახავს.
სამწუხაროდ, ეს ადამიანები იმას ვერ იაზრებენ, რომ არიან სასამართლო პროცესზე. პროცესზე აუცილებლად გჭირდება ფაქტები და არგუმენტები შენი სიმართლის დასამტკიცებლად“, - აცხადებს ნელი დოროყაშვილი.