დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული 35 წლის ბექა ჯანიაშვილის მამა მკვლელობის მოტივსა და მიზეზებს დეტალურად იხსენებს. როგორც ის ამბობს, მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი ის საერთო სარგებლობის გზა გახდა, რომელიც ჯანიაშვილებისა და გაბიტაშვილების მიწის ნაკვეთს ერთმანეთთან აკავშირებდა.
„თოფის გავარდნის ხმა რომ გავიგე, ახლოს ვიყავი. ალბათ, ერთ 100 მეტრში, ჩემს ტერიტორიაზე ვიყავი. ხმა გავიგე, ვაიმეო და ბექა-მეთქი, თოფი გესროლა-მეთქი, შვილო. ამან ერთი 70-80 მეტრი გამოიარა და მე რომ გამოვედი, უკვე გზაზე დავარდა. ერთი ვაზნაა დაცლილი, ოღონდ მრავალსაფანტიანი. რა ვიცი, ექსპერტიზას უთქვამს, რომ 48 ცალი ამოვიღეთ ის საფანტიო,“ - ამბობს მოკლულის მამა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, მამაკაცი ჯანიაშვილს ამ ტერიტორიაზე გადაადგილებას უკრძალავდა, სადაც მათი კუთვნილი თივის საწყობი არსებობდა. მოკლულის მამის მტკიცებით, ის სწორედ ამ ტერიტორიაზე ჩაუსაფრდა ჯანიაშვილს და სანადირო თოფი მაშინ გაისროლა, როცა მამაკაცი ავტომობილიდან გადმოვიდა.
35 წლის კაცი ბოლო წლების განმავლობაში, გურჯაანის სახანძრო-სამაშველო სამსახურში მძღოლის პოზიციაზე მუშაობდა.
მას სანადირო თოფიდან სასიკვდილო ჭრილობა თანასოფლელმა, 85 წლის კოლა გაბიტაშვილმა, მიაყენა. ჯანიაშვილი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელებმა ცხელ კვალზე დააკავეს. კოლა გაბიტაშვილი ახლა გურჯაანის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და ბრალის წარდგენის მოლოდინშია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ასევე ნახეთ:
ლაშქრობაში წასული ახალგაზრდა ქალი დასისხლიანებული და მკვდარი იპოვეს - საქმე 36 წლის შემდეგ გახსნეს