„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
კახეთის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა.
ამ დრომდე მას შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად კი პოლიციის პოლკოვნიკი ვალერი თელია დაინიშნა, რომელიც მანამდე აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. თეიმურაზ კალანდაძეს და ვალერი თელიას სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მათ სხვადასხვა წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებში ხელმძღვანელის პოზიციები ეკავათ.