პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის აბსურდული განცხადებები, ქართველი პოლიტიკოსების პროვოკაციული ქმედებები და დასავლელი ლობისტების მხრიდან პედალირებული კამპანია, ემსახურება ერთადერთ მიზანს-მეორე ფრონტის გახსნას!“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.
როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, საქართველოს მხარე ვერ იქნება პასუხისმგებელი უკრაინაში, ქართველი მებრძოლების ყოფნა-არყოფნაზე გამომდინარე რამდენიმე მიზეზიდან, საქართველო არ არის სამხედრო მხარე უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში, არ ახდენს მებრძოლების მობილიზებას და მათ გაგზავნას უკრაინაში, არ და ვერც იქნება პასუხისმგებელი ომის შედეგებზე.
„ყველა ქართველის დაღუპვა ქვეყანაში ან მის ფარგლებს გარეთ, რომ ტრაგედია და ფასდაუდებელი დანაკარგია ამაზე ორი აზრი არ არსებობს! სამწუხაროდ, საქართველოში არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ ასეთი ტრაგედიები "სარფიანად" გაყიდონ და საკუთარი პოლიტიკური ინტერესებით ივაჭრონ...
მათი პოლიტიკური ინტერესი მხოლოდ ერთია; რამენაირად საქართველო, უკრაინა-რუსეთის ომში სამხედრო მხარედ დაფიქსირდეს და პირდაპირ აღმოჩნდეს ღია კონფრონტაციაში რუსეთთან... საქართველოს მხარე ვერ იქნება პასუხისმგებელი უკრაინაში, ქართველი მებრძოლების ყოფნა-არყოფნაზე გამომდინარე რამდენიმე მიზეზიდან:
1. საქართველო არ არის სამხედრო მხარე უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში.
2. საქართველო არ ახდენს მებრძოლების მობილიზებას და მათ გაგზავნას უკრაინაში.
3. საქართველო არ და ვერც იქნება პასუხისმგებელი ომის შედეგებზე... აქედან გამომდინარე- ნებისმიერი მცდელობა, რომ ოფიციალური თბილისი დააკავშირონ უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეებთან არის პოლიტიკურად მოტივირებული მცდელობა, ყველა საშუალებით საქართველო დაფიქსირდეს მხარედ!
P.S უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის აბსურდული განცხადებები, ქართველი პოლიტიკოსების პროვოკაციული ქმედებები და დასავლელი ლობისტების მხრიდან პედალირებული კამპანია, ემსახურება ერთადერთ მიზანს-მეორე ფრონტის გახსნას!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.