საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1732302170
„ფეხსაცმელების დედოფალი”, – ასე მოიხსენიებდნენ დიზაინერ თათა ვარდანაშვილს 2000-იანი წლების დასაწყისში საქართველოში. თათამ მაშინ ფეხსაცმელების განსაკუთრებული დიზაინის შექმნით გაითქვა სახელი… დიდი ხნის განმავლობაში იგი საჯარო სივრციდან გამქრალი იყო. როგორც აღმოჩნდა, დიდი განსაცდელი გადაიტანა და ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა.
თათა ვარდანაშვილისთვის ყველაზე რთული პერიოდი მაინც მამის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ამის შესახებ დიზაინერი „პრაიმტაიმს“ უყვება.
„ზოგადად, დეპრესიისკენ მიდრეკილი ადამიანი არ ვარ, თუმცა, ყველაზე ტრაგიკულად გადავიტანე მამის გარდაცვალება. შარშან გარდაიცვალა. მამა იყო ჩემი ერთადერთი მეგობარი. ხელჩაკიდებული დავდიოდი მთელი ცხოვრება და საყრდენი რომ გამომეცალა, დავკარგე ყველაზე ძვირფასი და კეთილი მეგობარი. ამას დეპრესიას ვერ დავარქმევ. ეს იყო ტრაგედია ვერ გამოთქმული სიყვარულის გამო, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა ისე, როგორც მამას გაუხარდებოდა.
ზუსტად მაშინ, როდესაც ჯერ მოძღვარი დავკარგე, შემდეგ მამა, მაშინ გავიგე „მამაო ჩვენოს“ მთავარი შინაარსი და მივხვდი, რომ ზოგადად ის მშობლები არ კვდებიან, რომელსაც კარგი შვილი ჰყავს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი მომავალი მიმეძღვნა ჩემი მოძღვრის და მამაჩემის კეთილი ხსოვნისთვის. მამაც და მოძღვარიც უკურნებელი სენით დაიღუპნენ. მადლობა ღმერთს, რომ სულიერი შვილებიდან ბოლოს მე ვნახე და მოძღვართან ერთად ვიყავი ბოლო წუთებამდე, ისევე როგორც მამის გვერდით“, - ამბობს დიზაინერი.
სრულად, ნახეთ აქ: