ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაში ირანის ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა

ისრაელ

ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაში ირანის ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა, რამაც ზიანი გამოიწვია, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემა მედიკოსებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

რაკეტა საცხოვრებელი კორპუსების გარეთ დაეცა, რის შედეგადაც რამდენიმე ავტომობილი დაიწვა. დაზიანდა ახლომდებარე სახლებიც.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტის გაშვების გამო, სამხრეთ ისრაელში, ბეერ-შევასა და მიმდებარე ქალაქებში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა.