1750402427
საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულოს პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული რ.ა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რ.ა. თბილისში, ქვეითად გადაადგილებისას, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ოც შეკვრად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება „კლეფედრონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციამ რ.ა. ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.