„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
ფოთის, სენაკის და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტარი ირაკლი ხახუბია გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატი გარდაცვლილი თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ვაკეში ნახეს. ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ.
ახლობლების ინფორმაციით, ირაკლი ხახუბიას 2017 წლიდან, შვილის გარდაცვალების შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
2017 წლის 16 მაისს გორთან მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 21 წლის ბექა ხახუბია გარდაიცვალა. ბექა ქართული ოცნების დეპუტატის ირაკლი ხახუბიას შვილი იყო.
დეპუტატ ირაკლი ხახუბიას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. დეპუტატის სახლი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. დეპუტატის საცხოვრებელ სახლთან „ქართული ოცნების“ წევრები იკრიბებიან. ადგილზე იმყოფება ირაკლი კობახიძე.
„წავიდა ბექასთან! ბექა რომ მოგიკლეს, მაშინ მოგკლეს შენც ჩემო გულგაგლეჯილო მეგობარო! უმწეოთა და ობოლთა დამპურებელო ირაკლი ხახუბია!“ - წერს გარდაცვლილი დეპუტატის მეგობარი, შორენა მირცხულავა.
ასევე ნახეთ: