გოგაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა დაიხურა

სოსო გოგაშვილი

სოსო გოგაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო მსჯელობს. რამდენიმე წუთის წინ მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და სხდომა დაიხურა. პროკურორმა შუამდგომლობის საფუძვლად დაასახელა საქმის მასალებში გრიფირებული დოკუმენტების არსებობა.

სხდომის დახურვამდე ყოფილმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მისი დაკავების სპეცოპერაციის დროს დაირღვა საპროცესო ნორმები და სამართალდამცველები ძალადობაში დაადანაშაულა. 

სოსო გოგაშვილს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვა, გავრცელებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის-ფაქტებზე წარუდგინეს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული გრიფირებული, სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია, პირადი და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, ათეულობით ტექნიკური მოწყობილობა და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს.