ფაქ­ტია, რომ კო­რუფ­ცი­ით შე­ი­ძი­ნა ის ქო­ნე­ბა რაც აქვს... - ალეკო ელისაშვილი სოსო გოგაშვილზე

elisaSvili

სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, ახლა ბრალდებული სოსო გოგაშვილის დაკავებას დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ელისაშვილი ამბობს, რომ 2013 წელს გოგაშვილი სოციალურად დაუცველთა შემწეობას იღებდა და ახლა მდიდრულ სახლში ცხოვრობს. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი კორუფციით აქვს შეძენილი.

„ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ სოსო გოგაშვილს მექრთამეობის გამო დაიჭერდნენ. 2013 წელს სოციალურად დაუცველთა შემწეობას იღებდა და ახლა კი ნახეთ რანაირ უშველებელ სახლში ცხოვრობს. ფაქტია რომ კორუფციით შეიძინა ის ქონება რაც აქვს. მაგრამ დაიჭირეს სულ სხვა რამის გამო. ესაა სევდა ჩვენი ქვეყნის და ქართული ოცნების რეალური სახეც. კორუფცია ქართული ოცნებისთვის არაფერი განსაკუთრებული არაა. მთავარია ვინმემ რამე არასასურველი არ გაავრცელოს. ეს მინდოდა მეთქვა ბატონ გოგაშვილზე“,- წერს ელისაშვილი.

ცნობისთვის, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. გოგაშვილს ბრალი სამი მუხლით აქვს წაყენებული: პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვა; უფლებამოსილების გადაჭარბება; ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვაა.