წყალი დილამდე შეწყდება - ნახეთ, მისამართები
1755022275
თბილისში, გლდანის ხევის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის გამო დაკავებული პირების აღმკვეთ ღონისძიებაზე, სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს. პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობას ითხოვს.
გამოძიების ინფორმაციით, 29 წლის კახა მახარაძე სასიკვდილოდ საკუთარმა ნათესავმა გაიმეტა. სწორედ მას ადანაშაულებენ სისხლიანი გარჩევის ინიციატორად.
საკუთარი სახლთან მოტყუებით გამოყვანილმა და შემდეგ დანით დაჭრილმა მახარაძემ მოასწრო და მკვლელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მძიმედ დაჭრა.
დაპირისპირების მოტივად წარსული უთანხმოება სახელდება, თუმცა დეტალებს მხარეები არ აკონკრეტებენ.
დაკავებულებს განზრახ მკვლელობასთან ერთად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად.
წყალი დილამდე შეწყდება - ნახეთ, მისამართები
1755022275
ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1755023010