გიორგი კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

 11 წლის წინანდელი გახმაურებული მკვლელობის საქმეზებრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახეზე სასამართლომ უახლოეს საათებში უნდა იმსჯელოს.

პროკურატურა თორნიკე კაჭარავასა და დავით დეკანოსიძის მიმართ პატიმრობას ითხოვს.

სულ სხვა დანაშაულის გამო ამჟამად უკვე მსჯავრდადებულ კაჭარავას ბრალი ციხეში ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის მუხლით გუშინ წარედგინა, დავით დეკანოსიძემ კი ქვეყნიდან გაქცევა მოახერხა და მასზე სამართალდამცველები ძებნას აცხადებენ.

ცნობისთვის, 21 წლის გიორგი კვარაცხელია 2015 წელს, ფანჯიკიძის ქუჩაზე ჩაცხრილეს. მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება. მოკლულის ოჯახი დარწმუნებულია, რომ დამნაშავეებს წლების განმავლობაში ხელს გავლენიანი პირები აფარებდნენ.