„ცუდია დიდ შაბათს სახლიდან რამეს გაცემა...“ - ცრურწმენები და სახალხო ტრადიციები
1744996659
რუსულმა მხარემ ხარკოვზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა. დაიბომბა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 54 ადამიანი.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, „რაკეტამ ხარკოვის მჭიდროდ დასახლებულ რაიონს დაარტყა. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები იმყოფებოდნენ”.
დაშავებულთაგან 13 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის ორი ბავშვი. ოთხი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
აფეთქებები იყო სუმის ოლქში, ნიკოლაევსა და დნეპრშიც. სუმში თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.