დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილს, რომელმაც მკვლელობის შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროკურორ გრიგოლ ბიბილაშვილის განცხადებით, ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებული სისასტიკის ხასიათს ატარებს, შესაბამისად, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს, რის გამოც მის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო.
ამასთან, მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ბეროზაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დანაშაულს სრულად აღიარებს.
საქმის პროკურორის, გრიგოლ ბიბილაშვილის განცხადებით, ბეროზაშვილს მშობლებთან კონფლიქტი 2019 წლიდან ჰქონდა, როდესაც მამის უკითხავად, 21 000 დოლარს დაეუფლა, რომლის ნაწილიც მან ტოტალიზატორში, ნაწილი კი მისი შეხედულებისამებრ დახარჯა.
პროკურორის თქმით, მამის მხრიდან თანხის დაბრუნების მოთხოვნა კონფლიქტში გადაიზარდა, აღნიშნული უთანხმოება დედის მიმართაც გავრცელდა.
როგორც ბრალდების მხარე აღნიშნავს, გიორგი ბეროზაშვილმა ცეცხლი მამის ცხედარს წაუკიდა.
გრიგოლ ბიბილაშვილის შუამდგომლობის მიხედვით, მამა-შვილს შორის კონფლიქტი პირადი განაწყენებისა და დაპირისპირების გამო ხდებოდა, რის გამოც, ბეროზაშვილმა მათი მოკვლა განიზრახა.
ცნობისთვის, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 27 აპრილს მოხდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღოდა. შსს-ს ცნობით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა.