,,ძარცვა, რომელმაც მსოფლიო შოკში ჩააგდო“ - მუზეუმის მძარცველებს 6 წელი მიუსაჯეს

ძარცვა 8 წუთში

,,ძარცვა, რომელმაც მსოფლიო შოკში ჩააგდო“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა CNN-მა სტატია, რომელშიც ისტორიული ძარცვის დეტალებია ასახული. 

$123 მილიონიან ძარცვაში ბრალდებულ 5 მამაკაცს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მეექვსე დაკავებული კი უდანაშაულოდ ცნო.

დაჯგუფება გერმანიაში, დრეზდენში მდებარე ისტორიულ "მწვანე საცავში" 2019 წლის 25 ნოემბერს შეიჭრა.

საცავში, ძვირფასი სამკაულებისა და ნივთების კოლექცია ინახებოდა, მათ შორის ბროლის და აქატისგან დამზადებული მოჩუქურთმებული ფიგურები და სირაქლემას მოოქროვილი კვერცხებისგან შექმნილი თასები.

კრიმინალური დაჯგუფების წევრებს, რომელთაც ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ძარცვა მოაწყვეს, საერთოდ არ დასჭირდათ წინასწარ მუზეუმის გეგმის შესწავლა, დაცვის სისტემის მოტყუება და სხვა ათასი საკითხის დაგეგმვა.

როგორც აღმოჩნდა, მათ მუზეუმის გაძარცვა მხოლოდ დაახლოებით 10 წუთში მოახერხეს, ამისთვის კი ასანთი, პატარა ნაჯახი და ჰიდრავლიკური ამწე დასჭირდათ. როგორც შემდეგ ამბობდნენ, ქურდებმა მუზეუმი იმ ნორმატივით გათვალისწინებულ დროში გაძარცვეს, რა დროც პოლიციელებს დანიშნულების ადგილზე მისვლისთვის სჭირდებათ.