ბესიკ ქოჩალიძე თანაკლასელის მკვლელობისთვის დანაშაულიდან 15 წლის შემდეგ გაასამართლეს

დაკავება

სკოლის მოსწავლის მკვლელობისთვის, ბესიკ ქოჩალიძე დანაშაულიდან 15 წლის შემდეგ გაასამართლეს  და 9 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ Lente.ru-ს მოსკოვში, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის (TFR) ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იულია ივანოვამ განუცხადა.

 

უწყების ცნობით, მკვლელობა 2006 წელს მოხდა, რუსეთის დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთით - სკოლის ტერიტორიაზე. ქოჩალიძესა და მის აზერბაიჯანელი ეროვნების თანაკლასელს შორის კონფლიქტი მოხდა. სავარაუდოდ, ქოჩალიძემ კლასელს დედა ქართულად შეაგინა, თუმცა თანაკლასელი მიხვდა და მათ შორის შელაპარაკება მოხდა.

სკოლის დირექტორი მოსწავლეების შერიგებას ცდილობდა და ხელის ჩამორთმევაც კი აიძულა, მაგრამ მოსწავლეებს შორის ჩხუბი გაგრძელდა. ქოჩალიძემ თანაკლასელს დანა 14-ჯერ დაარტყა. დაზარალებული ერთი თვის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

ქოჩალიძე დიდი ხნის განმავლობაში იმალებოდა უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე, 2019 წლის სექტემბერში კი დადგინდა მისი სამყოფელი პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და 2020 წლის ნოემბერში მოხდა ექსტრადირება რუსეთის ფედერაციაში.

 

გარდა აღმკვეთი ღონისძიებისა, სასამართლომ დააკმაყოფილა დაზარალებულის მოთხოვნა არამატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე, 3 მილიონი რუბლის ოდენობით.