პუტინის დედის საფლავზე წერილის დატოვების გამო, პენსიონერი ქალი გაასამართლეს

პენსიონერი ქალი გაასამართლეს

რუსს პენსიონერს 60 წლის ირინა ციბანევას ორწლიანი პირობითი სასჯელი მას შემდეგ შეუფარდეს, რაც დამნაშავედ ცნეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მშობლების საფლავის შეურაცხყოფაში.

მან ჩანაწერი დატოვა საფლავზე, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ აღზარდეს მონსტრი და მკვლელი. 

პროკურორები ციბანევასთვის სამწლიან პირობით სასჯელს ითხოვდნენ.

ციბანევამ სასამართლოს განუცხადა, რომ მან ჩანაწერი მას შემდეგ დაწერა, რაც უკრაინის ომის შესახებ ამბებს უყურა.

„ახალი ამბების ნახვის შემდეგ, შიშმა შემიპყრო, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. ვხვდები, რომ ემოციებს დავემორჩილე და ირაციონალური ქმედება ჩავიდინე. ვწუხვარ, რომ ჩემმა ქმედებებმა შეიძლება ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენოს ან გავლენა მოახდინოს”, - განუცხადა ციბანევამ სასამართლოს. იტყობინება Novaya Gazeta.