1770756107
არ მომეწონა, შვეიცარიის პრეზიდენტი როგორც გველაპარაკა, ამიტომ, შემცირების ნაცვლად, ტარიფი 39 პროცენტამდე გავუზარდე - ტრამპი
ჩვენ მსოფლიოში ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი უნდა გვქონდეს, მაგალითად, შვეიცარიაზე თუ ვისაუბრებთ, მე თუ ტარიფებს დავუწესებდი, ეს არც ისე კარგი იქნებოდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა.
დონალდ ტრამპმა შვეიცარიისთვის დაწესებული ტარიფები გაიხსენა და აღნიშნა, რომ შვეიცარიის პრეზიდენტთან, კარინ კელერ-სუტერთან დაძაბული სატელეფონო საუბრის შემდეგ შვეიცარიულ იმპორტზე ტარიფები გაზარდა.
„ჩვენ ძალიან კარგ ქვეყანასთან, შვეიცარიასთან ინციდენტი გვქონდა. ჩვენ 42 მილიარდი დოლარის დეფიციტი გვქონდა და არაფერს ვიღებდით. მე ვუთხარი: „შეიძლება, პატარა ქვეყანა იყოთ, მაგრამ 42 მილიარდი დოლარის დეფიციტი გვაქვს”,- განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თავდაპირველად შვეიცარიას 30%-იანი ტარიფი დაუწესა, ხოლო შვეიცარიის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ 39%-მდე გაზარდა.
„მე ნამდვილად არ მომეწონა, თუ როგორ გველაპარაკა, ამიტომ, მისთვის შემცირების ნაცვლად, ტარიფი 39 პროცენტამდე გავზარდე“, – განაცხადა ტრამპმა.









