ძალადობის ბრალდება და გამამტყუნებელი განაჩენი - ადამაშვილ-მასხულიას საქმეზე 4-წლიანი დავა დასრულდა

ნინო ადამაშვილი გიორგი მასხულია

სასამართლო დავა დიზაინერ გიორგი მასხულიასა და ყოფილ ტელეწამყვან, ნინო ადამაშვილს შორის დასრულდა. გორის რაიონულმა სასამართლომ საბოლოო განაჩენი გუშინ გამოაცხადა.

საქმე ეხება 2019 წლის ზაფხულში ჩატარებულ „გორი ფეშენ-ვიკს“, სადაც ნინო ადამაშვილის მტკიცებით, თავს გიორგი მასხულია დაესხა. გოგა კუპრეიშვილმა დიზაინერი დამნაშავედ ცნო და გირაოს სახით 2 000 ლარი შეუფარდა. 

პირველი ვრცელი კომენტარი გიორგი მასხულიამ „პრაიმტაიმთან“ გააკეთა.

უკვე წელიწადზე მეტია, რაც გირაო სახით დამეკისრა 2000 ლარი და გადახდილიც მაქვს, რა ხანია... მიჩუქებია სასამართლოსთვის ეგ ფული და მისი ბიუჯეტისთვის. რაც შეეხება ნინო ადამაშვილს, ის არასდროს ყოფილა შემდგარი ჟურნალისტი, მას აწუხებს დიდი ხანია ჩემი წარმატება და წლებია, ბოღმას და ბულინგს ვერ მალავს ჩემს მიმართ. მე სხვა კომენტარს არ გავაკეთებ და არც პიარს გავუკეთებ. მან ოღონდ ბედნიერად და ქალურად იგრძნოს თავი  და მე ამ თაიგულებს მთლიანად ვაჩუქებ, რაც მის ქმარს მისთვის არასდროს გაუკეთებია.“ - ამბობს გიორგი მასხულია.

რაც შეეხება დაზარალებულის მხარეს, სასამართლო გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან.

დღევანდელი განაჩენით, გიორგი მასხულიას ძალადობა ქალის მიმართ დადასტურდა. სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, რომელზეც სასჯელის სახედ და ზომად 2 000 ლარი განსაზღვრა. მას [გიორგი მასხულიას] მოძალადის სტატუსი  ოფიციალურად მიენიჭა. მთელი 4 წლის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ იყო უდანაშაულო, თუმცა, ბრალდების მხარემ ობიექტური ჭეშმარიტება დაადგინა და საბოლოოდ, დამნაშავე სათანადოდ დაისაჯა. დაზარალებულის მხარე კმაყოფილები ვართ.“ - ამბობს ნინო ადამაშვილის ადვოკატი, კახაბერ მათოშვილი.

ნინო ადამაშვილი: 2019 წლიდან დღემდე ველოდებოდი სასამართლო გადაწყვეტილებას.  ჯამში 4 წელია ვიბრძვით მე და ჩემი ადვოკატი სიმართლისთვის. ამ ხნის მანძილზე, სიტუაცია დაიძაბა.. ცდილობდა, ყველგან ჩემს დისკრიმინაციას და ყველა კომპეტენტური ორგანოს შეცდომაში შეყვანას.

ამ შემთხვევით, აბსოლუტურად ყველანაირი სახის ზიანი მომადგა. მათ შორის მორალური და ცხადია, მატერიალურიც. გარდა ფიზიკური ძალადობისა, ასევე პატივის ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას ჰქონდა ადგილი.

უდიდესი მადლობა პირველ რიგში ჩემს ადვოკატს, კახაბერ მათოშვილს. ის მუდმივად ძალას მმატებდა, რომ ფარ-ხმალი არ დამეყარა. ასევე დიდი მადლობა გორის რაიონულ სამმართველოს , მოსამართლე გოგა კუპრეიშვილს და პროკურორ ია მეფარიშვილს სიმართლის მხარეს დგომისთვის!