1751399667
დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს საქმეზე ინფორმაცია ვრცელდება

„უფლებები საქართველოს“ ადვოკატების განცხადების საფუძველზე, თბილისის პროკურატურამ, 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გოგოს დედა დაზარალებულად ცნო.
„უფლებები საქართველოს“ ადვოკატების მიმართის საფუძველზე, დღეს, პროკურატურა დაზარალებულს გადასცემს მტკიცებულებების დაზიანების საქმეში არსებულ მასალებს. საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, „უფლებები საქართველო“ შემდგომი დეტალების გასაჯაროებისას იხელმძღვანელებს არასრულწლოვანისა და მისი ოჯახის საუკეთესო ინტერესებით.
ასევე ნახეთ: ,,გადავიხდი 5000 დოლარს, ვინც რეალურ ინფორმაციას მომაწოდებს..." - 12 წლის ანის დედა მიმართვას ავრცელებს
„უფლებები საქართველომ“ ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყება 2023 წლის 5 ივლისს მოითხოვა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უნდა დადგინდეს, თუ რა გარემოებებში მოხდა საკვანძო მტკიცებულებების შემცველი დალუქული პაკეტის მთლიანობის დარღვევა, რამაც გარდაცვლილის სხეულიდან აღებულ ნივთმტკიცებებზე მოშავო-მონაცრისფრო, ობისმაგვარი დანაშრევებისა და ნადებების წარმოქმნა გამოიწვია.
ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში მტკიცებულებების დაზიანებას თბილისის პროკურატურა იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფო ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
„უფლებები საქართველო“ 12 წლის გოგოს გარდაცვალებისა და მტკიცებულებების დაზიანების ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.
ასევე ნახეთ:
VIDEO: შოვში დაღუპული ნინიკო კენჭაძის ვიდეო ვრცელდება
„ახლა ვნახე შენს მოწერილებში... იქნებ შენ მაინც გამოჩნდე“ - რას წერს სოფიო ყარალაშვილის მამიდა
„მინდა მოგიყვეთ, ის რაც უთქმელი დარჩა..." - რას წერს ერთ-ერთი მომხმარებელი რაჭის ჯგუფში
ვინ არიან მეწყერს გადარჩენილი დები - სოციალურ ქსელში ფოტო ვრცელდება