გრცხვენოდეთ, ჩემი პატარა შვილით რომ გინდათ რეიტინგის აწევა - გარდაცვლილი 12 წლის ანის დედა

12 წლის ანი

ნატო ხუტაშვილი, გარდაცვლილი ანი იანუშაიტიტეს დედა სოციალურ ქსელში ერთ-ერთ მედიაში მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება. სადაც საუბარია კაცზე, „რომელიც სავარაუდო მკვლელის ვიდეოს ინახავდა და საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა“.

როგორც გარდაცვლილი გოგონას დედა აღნიშნავს, გიორგი ბეგლარიშვილი არ ფლობდა არანაირ ვიდეოს და აღნიშნული ისტორია არის შეთხზული. მისივე თქმით, ბეგლარიშვილის გარდაცვალებას არანაირი კავშირი არ აქვს ანი იანუშაიტიტეს საქმესთან.

„ძალიან გთხოვთ ყურადღებით წაიკითხეთ და გააზიარეთ. ეს გადაცემა არის ტყუილზე აწყობილი და ასეთი გადაცემების კეთება სირცხვილია. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას გიორგი ბეგლარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით,უბრალოდ მინდა განვმარტო რომ გიორგის გარდაცვალება არანაირ კავშირში არ არის ჩემი შვილის საქმესთან, გიორგი პირადად დამიკავშირდა რამდენიმე თვის წინ და მითხრა რომ შეეძლო კამერების გასუფთავება რაზეც ჩვენ უარი განვუცხადეთ, იგი არანაირ ვიდეოს არ ფლობდა სადაც ნაჩვენებია მკვლელი, ეს არის ტყუილი! გრცხვენოდეთ, ჩემი პატარა შვილით რომ გინდათ რეიტინგის აწევა,“ - წერს ნატო ხუტაშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ: „მოტოციკლი სიმაღლიდან გადავარდა...“ - ვინ არის გომბორზე ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა

„ენით აღუწერელი ტრაგედია...“ - ვინ არიან სვანეთში ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდები

VIDEO: ბახმაროში კოტეჯს მეხი დაეცა - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე