დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმე - ცნობილია, როდის გამოქვეყნდება ექსპერტიზის დასკვნა

12 წლის ბავშვი

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის, ანა იანუშაიტიტეს დედის, ნატო ხუტაშვილის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნა, სავარაუდოდ, 10 დღეში იქნება. მისივე თქმით, მიმდინარეობს გამოკითხვები. 

ცნობისთვის, ოჯახის ადვოკატის განაცხადებით, გოგონას დედას დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს. 

ადვოკატის, ელისო რუხაძის განმარტებით, თბილისის პროკურატურაში ხელმძღვანელი პირები გარდაცვლილი გოგონას დედას შეხვდნენ. რუხაძის თქმითვე, უწყებამ მათ საქმის მასალებიც უკვე გადასცა.

ადვოკატის განმარტებით, გამოძიება ორ ვერსიაზე, როგორც მკვლელობის, ასევე, უბედური შემთხვევის ვერსიაზე მუშაობს, თუმცა, მისი თქმით, ამ მომენტისათვის რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი გამოკვეთილი არ არის. 

რამდენიმე ვერსია არის ამ საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირთან დაკავშირებით, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებს ვერ მოგახსენებთ“, - განაცხადა რუხაძემ.

შეგახსენებთ, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.