დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედას დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს. ინფორმაციას ოჯახის ადვოკატი ელისო რუხაძე ადასტურებს.
ადვოკატის განმარტებით, თბილისის პროკურატურაში ხელმძღვანელი პირები გარდაცვლილი გოგონას დედას შეხვდნენ. რუხაძის თქმითვე, უწყებამ მათ საქმის მასალებიც უკვე გადასცა.
ადვოკატის განმარტებით, გამოძიება ორ ვერსიაზე, როგორც მკვლელობის, ასევე, უბედური შემთხვევის ვერსიაზე მუშაობს, თუმცა, როგორც რუხაძე განმარტავს, ამ მომენტისათვის რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი გამოკვეთილი არ არის. გოგონასათვის ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები კი, დაახლოებით 10 დღეში იქნება.
რამდენიმე ვერსია არის ამ საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირთან დაკავშირებით, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებს ვერ მოგახსენებთ“, - განაცხადა რუხაძემ.
ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ახლა მთელი საქართველო ელოდება, რას იტყვის საბოლოოდ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო. საზოგადოებამ უკვე იცის არაოფიციალური და საქმეში არსებული ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შესახებ.