sasamartlo

დეტექტივ ერიკ წურწუმიას, სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბრალდებული დეტექტივი, ერიკ წურწუმია, რომლის საპოლიციო ღონისძიებასაც 30 წლის ზურაბ გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, წურწუმიას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ერიკ წურწუმიამ საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში კანონიერად მოქმედებდა, რა დროსაც 30 წლის ზურაბ გველესიანი დაიღუპა. ბრალდების პოზიციით კი, ზურაბ გველესიანის დაკავების დროს, სამართალდამცველს ტყვია შემთხვევით გაუვარდა.

მთავარი სიახლეები