„დედამ შვილის დასახიჩრებული ცხედარი ჯვრით ამოიცნო” – საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები

სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

ქობულეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ 4 პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მათგან ერთს, უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულს - დაუსწრებლად, რადგან მან გამოძიების ცნობით, მკვლელობიდან სამ დღეში ქვეყანა დატოვა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამი ბრალდებულიდან ორს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, ერთს კი დანაშაულის დაფარვას.

როგორც აღკვეთის პროცესზე დაკავებულებმა განაცხადეს, რომ მკვლელობაში ბრალდებულისგან განიცდიდნენ მუქარას, დანაშაული კი, შიშის გამო დაფარეს.

საქმის პროკურორის თქმით, დანაშაული ნასვამ მდგომარეობაში, ურთიერთშელაპარაკების დროსაა ჩადენილი. მისივე თქმით, მკვლელობაში ბრალდებულმა, რომელიც ლონდონში სწავლობს, ქვეყანა თურქეთის გავლით დატოვა და მიმდინარეობს მისი ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების ღონისძიებები.

მოკლულის ახლობლების თქმით, ახალგაზრდა იმდენად იყო დასახიჩრებულო რომ მისი ამოცნობა დედამ მხოლოდ პირადი ნივთებით შეძლო.

ახლობლების ინფორმაციით, მოკლული  სტუმრად მეგობრის სახლში იყო, ის 17 მაისიდან გაუჩინარდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 VIDEO: ექსკლუზიური კადრები საზარელი მკვლელობის ადგილიდან - 25 წლის ახალგაზრდა 1700 ლარის გამო მოკლეს

👉 დაუჯერებელი სისასტიკით ჩადენილი დანაშაული - „მოკლულის დედას შვილის ფეისბუქით მისწერეს, თითქოს მონასტერში წავიდა“