„იმდენად იყო დასახიჩრებული, რომ მისი ამოცნობა დედამ მხოლოდ პირადი ნივთებით შეძლო“ - 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმე

მკვლელობა

ქობულეთში მოკლული 20 წლის გიორგი ალხანიშვილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან უკვე გადაასვენეს.

მოკლულის ახლობლების თქმით, ახალგაზრდა იმდენად იყო დასახიჩრებულო რომ მისი ამოცნობა დედამ მხოლოდ პირადი ნივთებით შეძლო. 

ახლობლების ინფორმაციით, მოკლული  სტუმრად მეგობრის სახლში იყო, ის 17 მაისიდან გაუჩინარდა.

მკვლელობის საქმეზე პოლიციამ სამი პირი დააკავა, შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობის ჩამდენმა პირმა ქვეყანა დატოვა.

ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა 20 წლის ახალგაზრდის ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხეს. უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის ორ მათგანს ბრალად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ.

მათივე ცნობით, კიდევ ერთ პირს, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 20 წლის ახალგაზრდას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, მკვლელობის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. მან ქვეყანა უკვე დატოვა.