"დავგეგმეთ, რომ დაგვეთრო... ფეხებში ვწვდით, წინააღმდეგობას გვიწევდა..." - დედის მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენება

dedis mkvleloba

დედის მკვლელობაში ბრალდებულს და მის მეგობარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. შემდეგი სასამართლო სხდომა, 19 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ არასრულწლოვანი დედის მოკვლას რამდენიმე კვირის განმავლობაში უბედური შემთხვევის ინსცენირებით გეგმავდა.

 17 წლის მოზარდი, რომელმაც 34 წლის დედა საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეგობრის დახმარებით მოკლა, 

მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ მკვლელობა თავდაპირველად სულ სხვა სცენარით ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, დედამ წინააღმდეგობა გაუწია და სხვაგვარად მოქმედება მოუწია. 

"დავგეგმეთ, რომ ჟალა ხალილოვა დაგვეთრო, რის შემდეგაც ფანჯრიდან გადავაგდებდით. როცა დედაჩემმა სუფრის ალაგება დაიწყო, მოქმედებაზე გადავედით, ფეხებში ვწვდით, ავწიეთ, მაგრამ წინააღმდეგობას მიწევდა, ჯიბიდან დანა ამოვიღე და 6-7 ჭრილობა მივაყენე. რამილი პირსახოცს აფარებდა მას რომ არ ეყვირა," -წერია ჩვენებაში, რომელიც "ტვ პირველმა" გაასაჯაროვა.