გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
ვრცელდება „მთავარი“ არხის მიერ მოპოვებული 17 წლის მოზარდის ჩვენება, რომელმაც 34 წლის დედა საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეგობრის დახმარებით მოკლა.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ არასრულწლოვანი დედის მოკვლას რამდენიმე კვირის განმავლობაში უბედური შემთხვევის ინსცენირებით გეგმავდა.
„მე რამილ ნასიბოს მოვუყევი და გავანდე ჩემი გადაწყვეტილებების შესახებ, რაც მქონდა მიღებული. მე მას ვუთხარი, რომ ვაპირებდი დედაჩემის მოკვლას ფანჯრიდან გადმოგდების გზით. ვთხოვე, რომ წამოსულიყო და ასეთ სიტუაციაში მარტო არ დავეტოვებინე და იგი დამთანხმდა.
სტუმრების წასვლის შემდეგ ჟალამ დაიწყო სუფრის ალაგება და სამზარეულო ოთახში ნივთების გადატანა. სწორედ სამზარეულოში არის ის ფანჯარა, საიდანაც მე და რამილს დაგეგმილი გვქონდა ჟალას გადაგდება.“ - ვკითხულობთ ჩვენებაში.
სისხლიანი დაპირისპირების დროს საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა მოკლული ქალის მეგობარი ლ.დ, რომელმაც გამომძიებლებს ჩვენება უკვე მისცა.
„ხმაურის შემდეგ ავდექი საწოლიდან და გავედი ბინაში არსებულ დიდ ოთახში, სადაც დავინახე სამზარეულოს იატაკზე უგონო მდგომარეობაში მყოფი ჟალა, რომელსაც თავთან ჰქონდა სისხლის კვალი.“ - ამბობს მეგობარი.