დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ქობულეთში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.
მოკლულია ხაშურში მცხოვრები 21 წლის რეზი ლომსაძე. მას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ბიჭის დამრიგებელი ეხმაურება.
„არ ვიცი სათქმელი საიდან დავიწყო, ან ამ ტექსტს შენზე რატომ უნდა წერდეს შენი დამრიგებელი ჩემო ჭკვიანო რეზიკო
ამ წამს ერთი კითხვა მიტრიალებს თავში, როგორ გაგიმეტა იმ არაკაცმა სასიკვდილოდ, როგორ გაბედა და სასიკვდილო ჭრილობები მოგაყენა ამ ყველაზე კეთილთვალება ბიჭს. შენნაირი უბორიტო ადამიანი დედამიწის ზურგზე არ მეგულება ჩემო რეზი.
ვუსამძიმრებ შენ ოჯახს, უფალმა გააძლიეროს და მისცეს ტკივილის დათმენის უნარი მშვიდობით ჩემო კეთილო ადამიანო. გპირდები შენი ბავშვური ხელით ნაწერ წერილებს სამარადჟამოდ შევინახავ და როცა თქვენი კლასის მონატრება შემომაწვება, ზოგ წერილს ღიმილით გადავიკითხავ, შენსას კი ცრემლების წვიმა დაასველებს რეზი“, - წერს ქეთევან გოგალაძე.