დააკავეს პირი, რომელმაც 3 000 ლარის სანაცვლოდ მედდის ტრეინინგ კურსის დამთავრების დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი დაამზადა

დაკავება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის  დამზადება - გასაღების ფაქტზე, სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.

გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო ერთ-ერთი კერძო საგანმანათლებლო ორგანიზაციის დირექტორი, პირადი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი სასწავლო კურსის გავლის გარეშე, მოქალაქეს დაუმზადა და  3 000 ლარის სანაცვლოდ გაასაღა მედდის სამწლიანი ტრეინინგ კურსის თითქოსდა დამთავრების დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი.

გამოძიება მიმდინარეობს  სისხლის სამართლის კოდექსის  221 ე მუხლის  მე 3  და 362 -ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახლით ითვალისწინებს 4 დან 6 წლამდე ვადით.

დააკავეს პირი, რომელმაც 3 000 ლარის სანაცვლოდ მედდის ტრეინინგ კურსის დამთავრების დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი დაამზადა