„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
შსს ოფიციალურად ადასტურებს „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის დაკავებასა და მძევლების გათავისუფლებას.
„დაკავებულია ერთი პირი გიდასტურებთ, სპეცოპერაცია არის დასრულებული, ყველა მძევალი არის თავისუფალი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთი კოვზიაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, თავდამსხმელი, რომელსაც 9 საათის განმავლობაში მძევლები ჰყავდა აყვანილი, უკვე იდენტიფიცირებული და დაკავებულია.
,,საქართველოს ბანკის" ფილიალის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალები ამ დრომდე რჩებიან, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.