ქუთაისში დააკავეს კაცი, რომელიც ბავშვებს გაყოლის სანაცვლოდ 10 ლარს სთავაზობდა - რას ჰყვებიან მშობლები

ფეხსაცმელი

ქუთაისში დააკავეს კაცი, რომელიც საჯარო სკოლასთან 10 ლარის სანაცვლოდ არასრულწლოვან გოგონებს გაყოლას სთავაზობდა.

შემთხვევა დღეს პირველ საჯარო სკოლასთან მოხდა. მოსწავლეები კი მანდატურებმა გადაარჩინეს, რომლებმაც ბავშვებთან მოსაუბრე საშუალო ასაკის მამაკაცი შენიშნეს.

როგორც ქუთაისში ამბობენ, ეს პედოფილიის პირველი შემთხვევა არ არის და მამაკაცები ბავშვების მოსატყუებლად სხვადასხვა მეთოდს იყენებენ.

"ზოგს სთავაზობენ შოკოლადს, ზოგს ეუბნებიან, რომ ვითომ ყვავილები აქვთ ვინმესთვის გადასაცემი და მათ არ უნდათ რო გამოჩნდნენ," - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

პანიკა იმდენად დიდია, რომ ვრცელდება მითები შავ ჯიპიანი კაცების შესახებ. გავრცელებული ვერსიით, დღეს დაკავებული 35 წლის მამაკაციც ერთხელ უკვე იყო დაპატიმრებული გარყვნილი ქმედებისთვის, თუმცა ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.