დააკავეს იმ ბავშვის მამა, რომელსაც სხეულზე დამწვრობები და სხვა დაზიანებები აქვს

ამერიკის პოლიცია

კახეთში ორი წლის მცირეწლოვანზე ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ ბავშვის მამა დააკავა. კაცის დაკავებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრზე განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

მცირეწლოვანი გურჯაანის „ჯეო ჰოპიტალსში“, დაუდგენელი წარმომავლობის დამწვრობებითა და მუცლის ძლიერი ტკივილით გუშინ შეიყვანეს.

ბავშვის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ექიმებმა მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტები მიიღეს.

მცირეწლოვნის ბებია, ძალადობაში ბავშვის 30 წლამდე ასაკის დედას ადანაშაულებდა და ამტკიცებდა, რომ ის შვილზე სისტემატურად ძალადობდა.