1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსში დამწვრობებითა და მუცლის ძლიერი ტკივილით შეყვანილი მცირეწლოვანი, თბილისში კატასტროფის სამედიცინო ცენტრის რეანომობილით გადაიყვანეს.
ბავშვთან ერთად იმყოფება 60 წლამდე ასაკის ბებია, რომელიც ირწმუნება, რომ მცირეწლოვანზე დედა ძალადობდა.
"ბავშვს დამწვრობები აქვს, ასე ვიცი, რომ სცემდა, თვალიც ჩაშავებული ჰქონდა, თქვა, მე ვცემეო. არ დამინახავს, მაგრამ თვითონ ამბობდა. დედ- მამა ერთად არ ცხოვრობს და ბავშვი მასთან იყო", - ამტკიცებს ბებია.
მცირეწლოვნის სოფელში ჰყვებიან, რომ ბავშვის დედას ოჯახიდან წასვლა აიძულეს, მცირეწლოვანზე კი, მამიდა ძალადობდა.
საქმეში ჩართულია პოლიცია, რომელიც ადგენს, რა გარემოებებში გაუჩნდა მცირეწლოვანს ტანზე დამწვრობები და რამ გამოიწვია მუცლის ძლიერი ტკივილი.