როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1734152661
დანაშაულებრივი ქმედებები, რასაც საზოგადოება ხედავს, წახალისებულია იმ ფაქტორით, რომ შეკრება-მანიფესტაციის მოძალადე მონაწილეებს აქვთ საშუალება, სახე დაიფარონ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრ ქვეყანაში მოქმედებს.
„იმ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგები, რასაც საზოგადოება ხედავს, არა მხოლოდ დაშავებული პოლიციელების, არამედ განადგურებული ინფრასტრუქტურის სახით, ასევე ჟურნალისტებზე განხორციელებული გარკვეული ქმედებები, ძირითადად, წახალისებულია იმ ფაქტორით, რომ შეკრება-მანიფესტაციის მოძალადე მონაწილეებს აქვთ საშუალება, დაიფარონ სახე იმგვარად, რომ მათი ზუსტი იდენტიფიცირება ვერ მოხდეს. შესაბამისად, უკვე სასამართლო განხილვების დროს, შეუძლებელია მტკიცებულებების წარდგენა მოსამართლის წინაშე, არათუ ბრალის, არამედ განაჩენის სტანდარტის დასაკმაყოფილებლადაც კი. ვფიქრობ, ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბევრ ევროპულ ქვეყანაშია, მათ შორის, გერმანიაში 1985 წლიდან არის ეს აკრძალული. მიზანია ის, რომ შეკრება-მანიფესტაცია იყოს მშვიდობიანი და როგორც კი ძალადობრივი ხდება, ეს ძალადობა უნდა იყოს აღკვეთილი.
რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ძალადობის დაგმობა თუ ხდება, ორივე მხრიდან უნდა მოხდეს. არ შეიძლება, ვისაუბროთ მხოლოდ იმაზე, რომ ერთი ქმედება არის ცუდი და მეორეზე საერთოდ რეაქცია არ გვქონდეს. ძალადობრივი ქმედებები მიუღებელია როგორც მოძალადე ჯგუფის წევრებისგან, ასევე პოლიციის მხრიდან და შესაბამისმა სამსახურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა თითოეული მოძალადის მხრიდან შესაბამისი პასუხისგება იყოს დაკისრებული. ბოლო დღეებში საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ბოლო სამი-ოთხი დღეა, საერთოდ პოლიციაც კი არ დგას შეკრება-მანიფესტაციის დროს. მშვიდად გამოხატავენ ადამიანი საკუთარ პროტესტს და პოლიცია საერთოდ არ ერთვება ამ პროცესში“, – განაცხადა დარახველიძემ.
საკანონმდებლო ცვლილებების პროექტით, აიკრძალება შეკრების მონაწილეების, მათ შორის, კონტრშეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა.