როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1734152661
საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით დაკავებულების პროცესები მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ დასრულდა მსახიობ გიორგი ნაკაშიძის სასამართლო, რომელსაც 2 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. ის მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო დაუმორჩილებლობის ნაწილში. მას წვრილმან ხულიგნობასაც ედავებოდნენ.
მანამდე დაიკითხა ორი პოლიციელი და რეჟისორი ზურა გეწაძე. პროცესს ესწრებოდნენ მსახიობები, რეჟისორები და ხელოვნების სფეროს სხვა წარმომადგენლები.
"სასამართლო მიმდინარეობდა კორექტულად, უბრალოდ აცილება მოხდა ჩვენსა და მოწმეებს ჩვენებას შორის. წინააღმდეგობაც არ გამიწევია, როდესაც დამიჭირეს. ადამიანის მოსაძებნად ვიყავი შესული და რაღაც წამებში მოხდა, ჩამავლეს ხელი და მანქანაში შემითრიეს, მერე ფიზიკურად გაგვისწორდნენ და შემდეგ პოლიციას გადაგვცეს, იქ უკვე ნორმალურად გვექცეოდნენ", - აცხადებს მსახიობი გიორგი ნაკაშიძე.